BP

ბოლო 114 წელში ენერგოკომპანია BP-მ მოგების ისტორიულ ნიშნულს მიაღწია

The Economic Times 

ბრიტანულმა ენერგეტიკულმა კომპანია BP-მ რეკორდული წლიური მოგება გამოაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნავთობსა და გაზზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა

ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის მოგებამ $27.7 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის $12.8 მილიარდზე დაახლოებით ორჯერ მეტია. 

გასული წელი მომგებიანი აღმოჩნდა სხვა ენერგეტიკული კომპანიებისთვისაც. მათ შორის Shell-მა გასულ კვირას თითქმის $40 მილიარდის რეკორდული მოგება მიიღო.

BP-ის ხელმძღვანლის, ბერნარდ ლუნის თქმით, კომპანია მსოფლიოს საჭირო ენერგიის მიღებაში ეხმარება და ინვესტიციებს მწვანე ენერგიაზე გადასვლაშიც დებს. 

ენერგიის ფასების ზრდა თავდაპირველად Covid-19-ის შემდეგმა პერიოდმა გამოიწვია, თუმცა, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გლობალური მიწოდების ჯაჭვი მთლიანად შეცვალა.

მარტში Brent-ის ნავთობის ფასმა ბარელზე თითქმის $128 დოლარს მიაღწია, რამაც ენერგეტიკული კომპანიების მოგება მნიშვნელობად გაზარდა, თუმცა, ასევე გაიზარდა ენერგეტიკული გადასახადები შინამეურნეობებისა და ბიზნესებისთვის. 

კომენტარები