აარონ კარტერი

აარონ კარტერის სიკვდილის მიზეზი აბაზანაში დახრჩობა გახდა

People

აარონ კარტერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია. 34 წლის მომღერალი 2022 წლის ნოემბერში საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. 

კარტერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აბაზანაში დაიხრჩო. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მომღერალს ალპრაზორამი (ქსანაქსის ერთ-ერთი სახეობა) და დიფლუოროეთანი ჰქონდა მიღებული. უკანასკნელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების, აირით კომპრესირებულ ქილებში გამოიყენება. შეყნოსვისას ნივთიერება ძლიერ ეიფორიას იწვევს.

აარონ კარტერი Backstreet Boys-ის წევრის, ნიკ კარტერის უმცროსი ძმა არის, რომელიც მუსიკალურ შოუბიზნესში 9 წლის ასაკში გამოჩნდა. კარიერის განმავლობაში ჩაწერილი აქვს 5 სტუდიური ალბომი. 

მუსიკოსს პრობლემატური წარსული ჰქონდა. კარტერი ნარკოტიკების ქონის გამო ორჯერ დააკავეს. 2019 წელს მომღერალმა ღიად ილაპარაკა მენტალურ პრობლემებზე, კარტერის თქმით ექიმებმა მას შიზოფრენია, შფოთვითი აშლილობა და პიროვნების გაორება დაუდგინეს.

კომენტარები