ჯიჯი ჰადიდი

ჯიჯი ჰადიდი კაიმანის კუნძულებზე მარიხუანის ფლობისთვის დააკავეს და 1000$-ით დააჯარიმეს

ჯიჯი ჰადიდი
Getty Images

ამერიკელი მოდელი, ჯიჯი ჰადიდი კაიმანის კუნძულებზე მარიხუანის ფლობისთვის დააკავეს და შემდეგ დააჯარიმეს.

28 წლის მოდელი და მისი მეგობარი კაიმანის კუნძულებზე პირადი თვითმფრინავით 10 ივლისს ჩაფრინდნენ. აეროპორტში ბარგის გაჩხრეკის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მარიხუანა აღმოაჩინეს, რის გამოც ჰადიდი და მისი მეგობარი დააკავეს.

ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 1000 - 1000 დოლარის გადახდა დააკისრა.

ჯიჯი ჰადიდის წარმომადგენლის ცნობით, მარიხუანა, რომელიც მოდელს აღმოუჩინეს, ნიუ-იორკში ლეგალურად იყო შეძენილი "სამედიცინო ლიცენზიით". მისივე თქმით, მარიხუანის მოხმარება სამედიცინო მიზნით კაიმანის კუნძულებზე 2017 წლიდან ლეგალურია. 

ჯიჯი ჰადიდს მომხდარის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ ინსტაგრამზე კუნძულებზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ყველაფერი კარგია, რაც კარგად სრულდება".

კომენტარები