UNESCO

UNESCO სკოლებში სმარტფონების გლობალურ აკრძალვას ითხოვს

"დააყენეთ მოსწავლეები პირველ ადგილას" - UNESCO სკოლებში სმარტფონების გლობალურ აკრძალვას ითხოვს

UNESCO-სა და UN-ის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულება, რომ მობილური ტელეფონის გადაჭარბებული გამოყენება სწავლის ხარისხის დაქვეითებასთანაა დაკავშირებული. UNESCO-ში მიიჩნევენ, რომ მობილური ტელეფონის ხანგრძლივად გამოყენება ბავშვების ემოციურ სტაბილურობაზეც აისახება. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ ციფრული ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტის ჩათვლით, ყოველთვის უნდა ემორჩილებოდეს განათლების "ადამიანზე ორიენტირებულ ხედვას" და არასდროს უნდა ჩაანაცვლოს მასწავლებლებისა და მოსწავლეების პირდაპირი ურთიერთობა. 

"ყველა ცვლილება არ წარმოადგენს პროგრესს. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც შეიძლება გაკეთდეს, არ ნიშნავს რომ უნდა გაკეთდეს [...]

ციფრული რევოლუცია განუსაზღვრელ პოტენციალს ფლობს, მაგრამ ისევე როგორც გაჟღერდა საზოგადოებაში მისი რეგულირების აუცილებლობის მოწოდებები, ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ როგორ იყენებენ მას განათლების სფეროში". -  თქვა UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში მოსწავლეებისა და მასწავლებლების კეთილდღეობისთვის უნდა დაინერგოს და არა მათ საზიანოდ. ის დასძენს, რომ ონლაინ კავშირები არ არის ადამიანური ურთიერთობების შემცვლელი.

ანგარიშში მოყვანილია ფართომასშტაბიანი საერთაშორისო შეფასების მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ "უარყოფით კავშირზე" ციფრული ტექნოლოგიების გადაჭარბებულ გამოყენებასა და მოსწავლეთა შედეგებს შორის.

ამასთანავე, ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ტელეფონი და სხვა მსგავსი მოწყობილობები საკლასო ოთახებში აიკრძალება. ინიციატივა ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლიდან შევა. სხვა ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სასკოლო ოთახებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვა განიხილება. 

კომენტარები