UNESCO

ისტორიაში პირველად რუსეთის წარმომადგენელი UNESCO-ს აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს

იუნესკოს შენობა, პარიზი
Wikipedia

ისტორიაში პირველად რუსეთის წარმომადგენელი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO-ს) აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

"რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს სამართლიანია. რუსი ტერორისტების ადგილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში არ არის. რუსეთის საერთაშორისო როლი შემდგომში კიდევ უფრო დასუსტდება". – წერს ზელენსკი.

იუნესკოს აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის სამი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთია(დანარჩენი ორი ორგანოა: გენერალური კონფერენცია და სენატი), რომელიც ბიუჯეტსა და საპროგრამო საქმიანობას განაგებს.

საბჭო 58 წევრისგან შედგება, რომელსაც გენერალური კონფერენცია ირჩევს. საბჭოს წევრებს რეგიონების მიხედვით, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.

რუსეთი შედიოდა რეგიონში აღმოსავლეთი ევროპა, რომლის წევრებად სერბიის, ალბანეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები აირჩიეს.

9 ნოემბერს რუსეთის წარმომადგენელი ასევე არ აირჩიეს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წევრად, ასეთი რამ ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა.

კომენტარები