დავით სერგეენკო

სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლის ქადაგიშვილის თქმით, სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა გახდა.

ცნობისთვის, აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებისას კენჭისყრას დავით სერგეენკო არ დაესწრო, რის საფუძვლადაც მან დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების კანონპროექტისადმი ნეგატიური განწყობა დაასახელა. სერგეენკო ასევე არ დასწრებია კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვასაც, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტი ჩააგდო.

მანამ, სანამ დეპუტატი გახდებოდა, 2012-2019 წლებში სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

კომენტარები