დავით სერგეენკო

პარლამენტმა სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა

დღეს, 16 ნოემბერს პარლამენტმა ქართული ოცნების დეპუტატის, დავით სერგეენკოსთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

პარლამენტის პლენარულ სხდომამდე საკითხი განიხილა და მას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმაც.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სერგეენკომ პარლამენტის თავმჯდომარეს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადებით 27 ოქტომბერს მიმართა.

სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განიხილეს 5 სექტემბერსაც, თუმცა ამ დროს პარლამენტმა საკითხს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვის მიზეზი სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა იყო.

კომენტარები