ტაიფუნი ჩინეთში

ტაიფუნი ჩინეთში – ჰაიკუის ქარიშხალმა ფუძიანის პროვინციას გადაუარა

AP

სამშაბათს, 5 სექტემბერს, ტაიფუნმა ჰაიკუმ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ფუძიანის პროვინციის ნაწილი მოიცვა. სტიქიამ ქარიშხალი და წყალდიდობა გამოიწვია, დაზიანდა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და მათი საკუთრების მნიშვნელოვანი ნაწილი. შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - წერს Reuters.

Reuters-ის ცნობით, დაახლოებით 114,400 ადამიანის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა მოხერხდა. დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი, ხოლო რეგიონის მიმდებარედ აღინიშნება ნგრევისა და წყალდიდობის კვალი. 

როგორც სახელმწიფო მაუწყებლობამ განაცხადა, მთავრობა გამოყოფს თანხებს ტაიფუნისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული პროვინციების მხარდასაჭერად. 

კომენტარები