ოთარ ფარცხალაძე

სააკაშვილი: ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება

ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი სწორედ ოთარ ფარცხალაძეს მიჰყავს. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც არჩილ კბილაშვილმა პატრონის დავალების შესრულებაზე უარი თქვა და ჩემ წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა.

ამის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ, რეალურად, ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს. ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ, მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი ამერიკელებმაც მშვენივრად იციან.

წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილ გენერალურ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზე, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა

კომენტარები