სტიქია საბერძნეთში

საბერძნეთში უხვი ნალექი მოვიდა, დატბორილია სოფლები

Angelos Tzortzinis/AFP/Getty Images

ევროპის მკაცრი ამინდის მონაცემთა ბაზის (ESWD) ინფორმაციით, 27 სექტემბერს საბერძნეთში უხვი ნალექი მოვიდა

დატბორილია არაერთი სოფელი, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის გამო დაიხურა სკოლებიც. დიდი ზიანი მიდგა საპორტო ქალაქ ვოლოსსაც, სადაც 14 საათის განმავლობაში მოსულმა ნალექმა ქალაქისთვის მთელი სექტემბრის ნალექის საშუალო რაოდენობას გადაჭარბა.

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის გამო 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. 

სტიქია ყველეზე მეტ ზიანს აყენებს საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც ჯერ სრულად რეაბილიტირებული არ არის სექტემბრის დასაწყისში თავს დამტყდარი შტორმისაგან, რომლის შედეგად დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი, განადგურდა ხიდები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო მიწები. სტიქიას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალი, რომელსაც თან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ჭექა-ქუხილი ახლავს, მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 

კომენტარები