თალიბანის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ დროისთვის ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2445-ს შეადგენს.
ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერის, მულა ჯან საიექის თქმით, მიწისძვრის შედეგად ასევე დაზიანდა 1320 სახლი.
Მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთში, ქალაქ ჰერადან ჩრდილო-დასავლეთით 35 კილომეტრში იყო.
ჰერათის ჯანდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს აცნობა, დაღუპულების ცხედრები საავადმყოფოებსა და სამხედრო შენობებშია გადანაწილებული. მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის უმეტესობა ქალი და ბავშვია.