მიწისძვრა ავღანეთში

ავღანეთში კიდევ ერთი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრა ავღანეთში
Omid Haqjoo/AP

რამდენიმე დღეში მას შემდეგ რაც, 7 ოქტომბერს ავღანეთში მომხდარ მიწისძვრებს 2 440-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რეგიონში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11 ოქტომბრის გამთენიისას, ჰერატის პროვინციის დედაქალაქ ჰერატის მახლობლად მოხდა.

AP-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაშავდა, ხოლო მეწყერმა მთავარი გზატკეცილი გადაკეტა.

ჰერატის გუბერნატორის ოფისში ამბობენ, რომ "უზარმაზარი დანაკარგებია იმ რაიონებში, რომლებიც ცოტა ხნის წინა მომხდარი მიწისძვრების შედეგად უკვე მიწასთან იყო გასწორებული".

გარდა ამისა, AP-ის ინფორმაციით, მიწისძვრამ გაანადგურა სოფელ ჩაჰაკში მდებარე 700-ვე სახლი, რომელიც 7 ოქტომბრის მიწისძვრას არ დაუზიანებია.

კომენტარები