საბავშვო ევროვიზია

OVER THE SKY – სიმღერის კლიპი, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე წარდგება [VIDEO]

2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი იმღერებენ. სიმღერის სახელია Over The Sky. კომპოზიცია მებო ნუცუბიძისა და ირაკლი "ბეთხო" მანჩხაშვილის ერთობლივი ნამუშევარია.

15 ოქტომბერს გამოვიდა ზაზა ორაშვილის მიერ გადაღებული კლიპი სიმღერაზე Over The Sky.

თავდაპირველად საქართველო ევროვიზიაზე მხოლოდ პროექტ რანინას გამარჯვებულს, ანასტასია ვასაძეს უნდა წარედგინა, მაგრამ მოგვიანებით 11 წლის მომღერალს რანინას ორი მონაწილე შეუერთდა.

წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის კონკურსის მასპინძელი ქვეყანა საფრანგეთი იქნება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. პირველად საქართველომ 2008 წელს პროექტ ბზიკებით გაიმარჯვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს კი კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. 2022 წლის ჯუნიორ ევროვიზიაზე ქართველმა მონაწილემ, მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები