საბავშვო ევროვიზია

ვინ რა შეფასება დაუწერა საქართველოს საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე

ოთო ბაზერაშვილი, ანასტასია ვასაძე და ნიკოლოზ ხარატი
Junior Eurovision

2023 წლის საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ჯამში 228 ქულით პირველი ადგილი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმა, ზოი კლოზურმა დაიკავა. 

საქართველო, რომელსაც წლევანდელ კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარმოადგენდნენ, მე-14 ადგილზე გავიდა. კონკურსში სულ 16 ქვეყანა მონაწილეობდა. ასეთი ცუდი შედეგით საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი უკანასკნელად 2019 წელს დაასრულა.

ევროვიზიაზე კონკურსანტებს ჟიური და ტელემაყურებელი აფასებს. 16 მონაწილე ქვეყნის ჟიურიმ ჯამში 21 ქულა მოგვცა. ეს ქვეყნები არიან:

  • ესპანეთი – 5 ქულა
  • პორტუგალია – 5 ქულა
  • სომხეთი – 5 ქულა
  • გაერთიანებული სამეფო – 3 ქულა
  • იტალია – 3 ქულა
  • გერმანია – 1 ქულა

საქართველო შეფასების გარეშე დატოვა მალტის, უკრაინის, ირლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, ალბანეთისა და ნიდერლანდების ჟიურიმ. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო მედიამ მათგან მხოლოდ უკრაინა აღნიშნა.

რაც შეეხება ტელემაყურებლების შეფასებას, საქართველომ 53 ქულა, ანუ შემოსული ხმების მხოლოდ 5.72% აიღო. 

საქართველოს ჟიურიმ ქულები ასე გადაანაწილა:

  • ესპანეთი – 12 ქულა
  • სომხეთი – 10 ქულა
  • იტალია – 8 ქულა
  • გერმანია – 7 ქულა
  • უკრაინა – 6 ქულა
  • საფრანგეთი – 5 ქულა
  • ალბანეთი – 4 ქულა
  • ირლანდია – 3 ქულა
  • პორტუგალია – 2 ქულა
  • ესტონეთი – 1 ქულა

წლევანდელი შედეგის მიუხედავად  საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად რჩება. საფრანგეთთან ერთად მას ყველაზე მეტი, 3 გამარჯვება აქვს.

 

კომენტარები