ადამ დრაივერი

"შე**ცი, შემდეგი შეკითხვა" – ადამ დრაივერმა პრესკონფერენციაზე შეკითხვას გინებით უპასუხა

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც მსახიობი ადამ დრაივერი პრესკონფერენციაზე შეკითხვას გინებით პასუხობს.

შემთხვევა პოლონეთში, ფესტივალ Camerimage-ზე მოხდა. ერთ-ერთმა მაყურებელმა ფილმ ფერარის შესახებ მსახიობს კითხვა დაუსვა:

"რაც შეეხება ავარიის სცენებს. მე მომეჩვენა, რომ სცენები უხეში, ხისტი და იაფფასიანია? თქვენ"?

მსახიობმა კითხვას მოკლედ უპასუხა: "შე**ცი, არ ვიცი. შემდეგი შეკითხვა".

მაიკლ მანის ფერარი ბიოგრაფიული დრამაა, რომელშიც დრაივერი იტალიელი მრბოლელისა და გამომგონებლის ენცო ფერარის როლს თამაშობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა დეკემბერშია დაგეგმილი. 

კომენტარები