ვარდების რევოლუცია

ნოდია: ვარდების რევოლუციის მთავარი მიღწევა ამაღლებული ეროვნული ამბიციაა

მთავარი, მდგრადი მიღწევა ამ რევოლუციისა არის ამაღლებული ეროვნულო ამბიცია. მანამდე, რაც მე მახსოვს, რითაც მახსოვს ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი ათი წელი ან ცოტა მეტი, არის ის, რომ ჩვენ უმაქნისი ხალხი ვართ, აი ჩვენ რა შეგვიძლია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობდი დაახლოებით 10 წელი, ვარდების რევოლუციამდე, რომელსაც ახლდა თან ეს აზრი, რომ კი გასაგებია, რომ ეს კორუფცია ცუდია და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ქართული კულტურის ნაწილია და ენდემურია და სერიოზულად ამაზე ხომ ვერ ვილაპარაკებთ, რომ მართლა დავამარცხებთ. ბევრ სფეროში იყო ასეთი თვით ნიჰილიზმი, რომ ჩვენ ბევრი რამე არ შეგვიძლია.

ნატოს კარზე დაკაკუნებას რაც შეეხება და იმაზე, რომ "ქართველი ვარ და მაშასადამე ევროპელი ვარ" ეს იყო ზოგადი ასპირაცია, რომ იქით ვიხედებით, მაგრამ ახლა რომ ჩვენ მართლა რაღაც ევროპული ტიპის ინსტიტუტების მშენებლობა შეგვიძლია, ეს იყო რაღაც პოეზია, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო რეალური პოლიტიკური პროგრამა, რომელიც სერიოზულად შეგვიძლია აღვიქვათ.

ამის შემდეგ ჩვენ შევეჩვიეთ ასე ვთქვათ და ნორმალურად მიგვაჩნია, რომ გაცილებით მაღალი სტანდარტები დავუწესოთ საკუთარ თავს. და გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტებით შევაფასოთ საკუთარი თავი.

თქვა პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ, თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, რომელიც ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის, წარმატებებისა და ჩავარდნების გაანალიზებასა და მომავალი რეფორმების საგზაო რუკაზე მსჯელობას მიეძღვნა.

კომენტარები