ტანზანია

ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 63 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 63 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის პრემიერმინისტრის, კასიმ მაჯალივას თქმით, სტიქიის შედეგად 116 ადამიანია დაშავებული, მეწყრებმა კი რეგიონში ერთ-ერთი სოფლის ნახევარი გაანადგურა.

"63 საყვარელი ადამიანი დავკარგეთ. დაღუპულთაგან 23 კაცია, 40 კი ქალი". - თქვა ტანზანიის პრემიერმა.

ტანზანიის პრეზიდენტის ოფისი კი აცხადებს, რომ წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ჯამში 5 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. ასევე, დაზიანდა 1 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო მიწები.

ძლიერი წვიმები ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში შაბათს დაიწყო. ტანზანიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, წვიმები მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება.

კომენტარები