ტანზანია

ტანზანიაში რიტუალის გამო ათი ბავშვი მოკლეს და დაასახიჩრეს

ტანზანიაში დეკემბერში მოტაცებული ათი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ტანზანიის ჯანმრთელობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ათივე მათგანი სახლიდან გაიტაცეს. მათი გვამები გასულ კვირას აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც პოლიციამ რეგიონში საძიებო ოპერაცია ჩაატარა. 

"ამ დრომდე აღმოვაჩინეთ ათი გვამი, მათ სასქესო ორგანოები და კბილები აქვთ მოშორებული. ეს კავშირშია კუდიანობის რიტუალთან - ჰერბალისტები ადამიანებს თხოვენ ადამიანის სხეულის ნაწილებს, გამდიდრების რიტუალის სანაცვლოდ. ჩვენ გვსურს დამნაშავეების პოვნა, თუმცა, ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ ვასწავლოთ ტრადიციულ მიმდევრებს რეგიონში და ირგვლივ საზოგადოებებში, ამ აქტების შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ"- უთხრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ СNN-ს.

ეს მკვლელობები არაა კავშირში ალბინოსების რიტუალურ მკვლელობებთან, რომლებიც ხშირია ტანზანიაში და აღმოსავლეთ აფრიკაში. ტანზანიაში ალბინიზმის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიხშირეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, განათლების ნაკლებობის შედეგად, ალბინოსებს რეგულარულად კლავენ მათი ძვლების და ორგანოების გამო, რომლებსაც შემდეგ ექიმბაშები ყიდულობენ "შელოცვების და ჯადოსნური სითხეების" დამზადების მიზნით. 

კომენტარები