ტაილანდი

ტაილანდელი ფერმერი ბრინჯის ნარგავებით კატების გამოსახულებებს ქმნის

ტაილანდის ჩრდილოეთში, ჩიანგ რაის პროვინციაში ფერმერ თუნიაფონგ ჯაიკუმის მიერ შექმნილი გამოსახულება
REUTERS/Napat Wesshasartar

ტაილანდის ჩრდილოეთში, ჩიანგ რაის პროვინციაში ფერმერი თუნიაფონგ ჯაიკუმი მუშათა ჯგუფთან ერთად ტურისტებისა და კატების მოყვარულების მისაზიდად მინდორში ბრინჯის ნერგებისგან კატების გამოსახულებებს ქმნის.

"ველოდებით, რომ ბრინჯის მინდვრებში ხელოვნების ამ ნიმუშის სანახავად ათიათასობით ადამიანი მოვა". - თქვა ჯაიკუმმა.

გამოსახულების შესაქმნელად ფერმერი საკუთარი ჩანახატის მიხედვით მინდორზე დასმულ GPS-კოორდინატებს იყენებს.

"პროცესში გადამწყვეტი ნერგების ზუსტად განლაგებაა, ბრინჯი კი დროთა განმავლობაში თავად იცვლის ფერებს". - აღნიშნა ფერმერმა და დასძინა, რომ მინდორში, გამოსახულებების მიმდინარე ტერიტორიებზე კოშკები შენდება, რათა ხელოვნების ნიმუშების ნახვა გამარტივდეს.

ამჟამად მინდორში შექმნილი გამოსახულება, რომელზეც კატა თევზს ეხუტება, დაფუძნებულია ტაილანდურ გამოთქმაზე - "წყალში თევზია, მინდვრებში ბრინჯი".

ტაილანდი ინდოეთის შემდეგ მსოფლიოში ბრინჯის მეორე ყველაზე დიდი ექსპორტიორი ქვეყანაა.

"აქამდე ბრინჯი ძირითადად მხოლოდ მოხმარებისთვის განიხილებოდა. ეს მიდგომა კი საშუალებას გვაძლევს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ერთდროულად განვავითაროთ". - აღნიშნა ჯაიკუმმა.

მძინარე კატების გამოსახულებები ბრინჯის მინდვრებში, ტაილანდის ჩიანგ რაის პროვინცია, 2023 წლის 16 დეკემბერი
REUTERS/Napat Wesshasartar

კომენტარები