ტაილანდი

ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომსაც ქალაქში მანქანით ასეირნებდნენ

ტაილანდში დააკავეს ქალი, რომლის ლომსაც ქალაქ პატაიას ქუჩებში Bentley-ის მანქანით ასეირნებდნენ.

ქალთან ერთად ის კაციც დააკავეს, რომლისგანაც მან ლომი იყიდა. მას ცხოველის სამყოფი სივრცე შემოწმებული არ ჰქონია, რის გამოც აღნიშნული ლომის გადაადგილება და ყოლა უკანონოა.

ტაილანდში ლომის ყოლა კანონით დაშვებულია, მაგრამ შესაბამის რეგისტრაციას საჭიროებს.

პოლიცია ასევე შრი-ლანკის მოქალაქეს ეძებს, რომელიც ტაილანდში აღარ იმყოფება. მას ცხოველი ნაქირავებ ვილაში ჰყავდა და იმ მანქანას ატარებდა, რომლითაც ლომს ასეირნებდა. ქალის მეგობარს ბრალად ედება ველური ცხოველის საჯარო სივრცეში მიყვანა, რაც 6 თვემდე პატიმრობასა და 50 000 ბაჰტის (ტაილანდის ეროვნული ვალუტა) ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ქალი კონტროლირებული ველური ცხოველის შესაბამისი ნებართვის გარეშე ყოლის ბრალდებით დააკავეს, რაც 1 წლით პატიმრობასა და 100 000 ბაჰტის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. პირს, რომლისგანაც ქალმა ლომი იყიდა, ცხოველის უკანონოდ გადაადგილება ედება ბრალად.

ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად 224 ლომია, რომელიც კანონიერ მფლობელობაშია.  

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ზის ლომის ლეკვი სახურავგადახდილი მანქანის უკანა სავარძელზე.

კომენტარები