ტაილანდი

ტაილანდის მონარქიის შეურაცხყოფისთვის კაცს 50-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 Thai Lawyers for Human Rights/AP

ტაილანდში 30 წლის მონგკოლ თირაკოტს ტაილანდის მონარქიის შეურაცხყოფისთვის 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ტაილანდის მონარქია გააკრიტიკა. ეს ტაილანდში მისჯილი ყველაზე დიდი სასჯელია მონარქიის შეურაცხყოფისთვის. 

თირაკოტი ჩრდილოეთ ჩიანგ რაის პროვინციაში ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მფლობელია. რამდენიმე წლის წინ მან Facebook-ზე მონარქიაზე უარყოფითი კომენტარები დაწერა, რის გამოც მას აქამდე 28 წლით პატიმრობა უკვე ემუქრებოდა. 

18 იანვარს სასამართლომ მონგკოლ თირაკოტი კიდევ 11 დარღვევაში ცნო დამნაშავედ, რის გამოც მის სასჯელს 22 წელი დაუმატეს. ტაილანდის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მონარქიის შეურაცხყოფა ისჯება 3-დან 15 წლამდე პატიმრობით. 

კომენტარები