სამთავრობო პროგრამა

ბრეგაძე: სკოლებში დანაშაულის პრევენციის კურსი ამოქმედდება

სკოლებში ამოქმედდება დანაშაულის პრევენციის კურსი, რის შედეგადაც სკოლის პედაგოგების მიერ არასრულწლოვანებში რთული ქცევის გამოვლენის და დროული რეაგირების შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები შექმნის დანაშაულის პრევენციის ფართომასშტაბიან შესაძლებლობებს. ამით კიდევ უფრო გაძლიერდება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არასრულწლოვანებთან მიმართებით.

თქვა იუსტიციის მინიტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

კომენტარები