ცენტრალური აზია

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის მთავრობა გადადგა. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ავრცელებს.

"ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

  1. მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა;
  2. დროებით, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს რომან სკლიარი;
  3. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელონ საკუთარი მოვალეობების შესრულება;
  4. ხელის მოწერის დღიდან ბრძანება შევიდეს ძალაში"; – წერია პრეზიდენტის ბრძანებაში.

აქამდე მთავრობას ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამდებობას 2022 წლის 11 იანვრიდან იკავებს.

მინისტრთა კაბინეტი, რომელიც დღეს გადააყენეს 2023 წლის სექტემბერში დაამტკიცეს.

კომენტარები