WizzAir

სუს: ბორტზე ასაფეთქებლის შესახებ ცრუ შეტყობინების გაგზავნის ფაქტზე 1 პირი დავაკავეთ

Wizz Air

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გაგზავნის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

"აღნიშნულმა პირმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია ვიზეარის სათავო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ[...]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს". - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

აღნიშნული შემთხვევა 15 თებერვალს მოხდა - აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

"მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო". - ამბობდნენ ქუთაისის აეროპორტში.

კომენტარები