WizzAir

Wizzair: შესაძლოა, 2025-ში ქუთაისიდან ახალი მიმართულებები დავაანონსოთ, გაფართოება გვსურს

Wizzair-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე გაფართოება სურთ. ჟაჟა ტრუბეკი საქმის კურსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ძრავების შემოწმების გამო წელს არაერთი მიმართულების გაუქმება/შემცირება უწევთ, თუმცა, შესაძლოა, მომავალი წლიდან ქუთაისიდან ახალი ავიამიმართულებებიც დააანონსონ.

"ჩვენი გეგმები საქართველოსთან და ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით არ შეცვლილა, გვინდა, ამ ბაზარზე გავიზარდოთ და გავფართოვდეთ, სავარაუდოდ, ეს ზაფხული და ეს წელი ამ მიმართულებით ხელსაყრელი ვერ იქნება უკვე აღნიშნული ვითარების გამო, თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი საკითხია.

როდესაც არსებულ გამოწვევებს დავძლევთ, შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან ქუთაისიდან ახალი ავიამიმართულებებიც დავაანონსოთ. ჩვენთვის საქართველოს ბაზარი კვლავ საინტერესოა და ზრდას ვაპირებთ, ქუთაისში ვინარჩუნებთ ბაზას და მომავალში ადგილზე უფრო მეტი ბაზირებული თვითმფრინავი გვეყოლება" - ამბობს ჟაჟა ტრუბეკი საქმის კურსთან.

კომენტარები