ღაზის სექტორი

IDF-ის გამოძიება ღაზის ჭყლეტაზე: ჯარისკაცებს ჰუმანიტარული დახმარების მანქანისთვის არ უსვრიათ

Aline Manoukian/Israel Defense Forces/AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ჭყლეტის შემთხვევის გამოძიების პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. მათი განცხადებით, ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც რამდენიმე ღაზელი მათი მიმართულებით დაიძრა და მათ ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანებისთვის არ უსვრიათ

ანგარიში  ღაზაში მომხდარი ჭყლეტის შესახებ მაიორმა გენერალმა იარონ ფინკელმანმა წარუდგინა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურს ჰერცი ჰალევის. 

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი ამ ტრაგედიის გამოძიებას გააგრძელებს. მათი თქმით, ისინი სრულად იაზრებენ ჯარის როლს ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების და განაწილების პროცესში. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ წარმოიქმნება ჭყლეტა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, რასაც 104 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღაზის სექტორში ჩამოგდებულ ჰუმანიტარულ დახმარებას და დატვირთულ სატვირთოებს ერთობლივად ათასობით ადამიანი მიაწყდა.

ჰამასი სასიკვდილო ჭყლეტაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. მათი მტკიცებით, ჭყლეტა სწორედ ისრაელის ჯარისკაცების სროლამ გამოიწვია. 

კომენტარები