ღაზის სექტორი

მედია: ჰამასმა ღაზაში ადგილობრივი კლანის ლიდერი სიკვდილით დასაჯა

Mahmud Hams / AFP

არაბული მედიის ცნობით, ჰამასმა ქალაქ ღაზაში ადგილობრივი დოგმუშის კლანის ლიდერი სიკვდილით დასაჯა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰამასის წარმომადგენლებმა დოგმუშის კლანის ლიდერი ჰუმანიტარული დახმარების მოპარვისა და ისრაელთან კომუნიკაციის გამო მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერი ორ სხვა ადამიანთან ერთად ღაზაში საკუთარი სახლში დასაჯეს სიკვდილით. არაბული მედიები დოგმუშის კლანის ლიდერის ვინაობას ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. 

რამდენიმე დღის წინ ჰამასთან აფილირებული ვებგვერდი პალესტინელებს აფრთხილებდა არ ეთანამშრომლათ ისრაელთან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში. ღაზაში განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო ბოლო ორი კვირის მანძილზე გააქტიურდა ჰუმანიტარული დახმარების ჰაერით, ზღვით ან ხმელეთით მიწოდების ოპერაციები. 

კომენტარები