საქართველოს პარლამენტი

ოდიშარია ნაცვლიშვილს: ქალი ხართ და არ გეკადრებათ, გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა

ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა - უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ - ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა.

უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ლელოს დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მიმართა მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, თანაგუნდელებისთვის მოეწოდებინა, ხმაურისგან თავი შეეკავებინათ და ნინო წილოსანისთვის მოესმინათ. 

კომენტარები