აფეთქება

გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 3 მოქალაქე - შსს ბოჭორმის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე

აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე
TVPirveli

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, თუმცა ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა - ამჟამინდელი ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 და დაშავებულია 3 მოქალაქე. 

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება" - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები