აფეთქება

სასროლეთში აფეთქებისას დაშავებული 3 პირი საავადმყოფოში რჩება – მათი მდგომარეობა სტაბილურია

აფეთქება ბოჭორმის ქუჩაზე
TVPirveli

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

“კლინიკაში კვლავ რჩება სამი პაციენტი აფეთქებისგან გამოწვეული ტრავმებით. ერთი პაციენტი, 49 წლის მამაკაცი, ისევ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია, მას აქვს მთელი სხეულის 20% დაზიანებული, ამ პერიოდისთვის მისი მდგომარეობა, ჩვენდა საბედნიეროდ, არის სტაბილური.

ასევე, ორი მამაკაცია შედარებით ნაკლები ფართობით - 9 და 12%-ით[...] მათ აქვთ სახე, თავი და ზემო კიდურები დაზიანებული, მათი მდგომარეობაც სტაბილურია". - თქვა ქაშიბაძემ.

გუშინ, 7 აპრილს ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავებულია.

კომენტარები