ქართული ოცნება

ზარქუა მეთიუ მილერს: არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ?

ეე, მეთიუ, არ იუ ქიდინგ, მაი ფრენდ? რაზეა საუბარი?

საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლოს მოსამართლეები დასანქცირდნენ, დღემდე ველოდებით, კონკრეტულად რის საფუძველზე - რა არგუმენტებით.

შეგახსენებთ კიდევ ერთ ქეისს დასანქცირებულის - მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელიც დაასანქცირეთ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიიღო ბატონ გვარამიასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე მილიონი მოპარა რუსთავი ორს. ეს თემა შემდეგ გასაჩივრდა სტრასბურგში და სტრასბურგმა თქვა, საერთოდ განხილვაშიც არ მივიღებთ, იმიტომ, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და ობიექტურიო და ბოდიში უნდა მოგეხადათ თქვენ და საელჩოს და ვინც აბულინგებებდით ამ მოსმაართლეებს და მისი ოჯახის წევრებს.

რაზეა საუბარი და რა კანონის უზენაესობაზე საუბრობთ, საქართველო, მათ შორის თქვენი კვლევებით, კანონის უზენაესობით ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორის ნატოს 11 სახელმწიფოს. მათ შორის, საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არის 50%-ზე მეტი, მათ შორის, თქვენი კვლევებით გაკეთებული, შეგახსენებთ, თქვენს ქვეყანაში, ამერიკაში თქვენი მოსახლეობა მხოლოდ 25% გენდობათ. ვოთ არ იუ თოქინგ ებაუთ, მაი ფრენდ? გაოგნებული ვარ.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს, მეთიუ მილერს მიმართავს. მილერმა რუსული კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ გადაუხვიოს ევროპული გზიდან.

კომენტარები