რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: უკრაინამ ყირიმში იერიში მიიტანა სამეთაურო შტაბზე, რომელშიც რუსი ოფიცრები იყვნენ

უკრაინული СУ-27
Aviation EXplorer

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15 აპრილს, დღის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსულ სამეთაურო შტაბზე, რომელშიც მაღალი რანგის ოფიცრები იმყოფებოდნენ.

15 აპრილს, 11:30-ზე ჩაიკეტა ქერჩის ხიდი, რამდენიმე წუთში სევასტოპოლის ე.წ. მეთაურმა საჰაერო განგაშ გამოაცხადა, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სევასტოპოლის ყურეებში რუსმა სამხედროებმა შესანიღბი კვამლი გამოიყენეს.

რამდენიმე ადგილობრივ Telegram არხში იწერებოდა, რომ რეგიონში მუშაობდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ამ ეტაპზე არც უკრაინისა და არც რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დარტყმის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს. ინფორმაციას უკრაინული მედიები, მათ შორის Unian და Suspilne სპეცსამსახურებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

კომენტარები