რუსული კანონი

სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს სცემეს

ფოტო: ტელეკომპანია პირველი

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები პარლამენტის მიდმებარედ დარჩენილ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook-ში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს მისდევენ, ძირს აგდებენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან.

აქციის გაშუქებისას ასევე სცემეს ტაბულას, პუბლიკასა და აპრილის ჟურნალისტები.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.

16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჯერ 12:00 საათზე პარლამენტის უკან, შემდეგ კი 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო. მოქალაქეები პლენარული სხდომის პარლალელურად კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაახლოებით 23:00 საათისთვის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აქციაზე დააკავეს 11 ადამიანი და ასევე, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.

კომენტარები