საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ჭიაბერაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ოქტომბრის ფულია დარჩენილი.

"470-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი ლარითაა გასაზრდელი, რომ დღემდე არსებული ხარჯვის ტემპით გააგრძელოს საავადმყოფოების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტრომ. თუმცა, ეს 100 მილიონი ვერ ეყოფა იმ დაახლოებით 200 მილიონ ლარზე მეტ დავალიანებას, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაუგროვდა. დავალიანების ნაწილი მომავალ წელს გადავა და იანვარ-თებერვალშივე "შეჭამს" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომავალი წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვან პორციას. სამედიცინო სფეროში სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა.

ახლა კი მარტივი კითხვა ჯანდაცვის სამინისტროს: როდის აპირებს საქართველოს მთავრობა, პარლამენტს მიღებინოს 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილება, რომ 100 მლნ დაგემატოთ ამ პროგრამაზე?

იმას აღარ ვკითხულობ, ეს 100 მილიონი საიდან მოგაქვთ. არც იმაზე ვსაუბრობ, რომ სხვა პროგრამებშიც გარღვევა გაქვთ და რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გაქვთ დასამატებელი", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები