საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

ბოკერია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უსამართლოა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რამდენიმე პრობლემაა: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანებისთვის ამოვარდა მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი, რომელიც შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს. მედიკამენტები გაძვირდა და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ძალიან რთულ ვითრებაში არიან მაშინაც კი, როცა სხვა ყველაფერი მათთვის დაფარულია. ფუნდამენტურად, ეს უსამართლო სისტემაა. შეძლებულ ადამიანებს სახლემწიფო არ უნდა უფარავდეს არანაირ ხარჯს ყველას გადასახადებიდან, მათ შორის, საშუალო შემოსავლის ან გაჭირვებული ადამიანების გადასახადებიდან. როგორც მინიმუმ ამ ადამიანებისთვის უნდა შეიზღუდოს სახელმწიფო დაზღვევის დაფარვა, ასეთმა ადამიანებმა კერძო დაზღვევის პაკეტი უნდა შეიძინონ და დახარჯონ თავისი ფული. სახელმწიფო ყველას გადასახადებით უნდა ეხმარებოდეს იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში. ყველამ ვიცით, რომ უკვე დეფიციტზეა ეს პროგრამა, დაუფიქრებლად მოხდა ეს ყველაფერი, რიგები დგას, ვერ უხდიან ხელფასებს... ეს არის ძალიან დიდი საფრთხე. შეიძლება სისტემა აფეთქდეს თუ არ დადგა მყარ ფინანსურ საფუძველზე. ვთთვლი, რომ ისევ კერძო კომპანიების კონკურენციის რეჟიმში უნდა დავბრუნდეთ, გავაფართოვოთ კიდეც, რაც იქამდე იყო და გამოვრიცხოთ ის ხალხი, ვისაც შეუძლია თვითონ დაფაროს საკუთარი კერძო დაზღვევა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთბათა მდივანი გიგა ბოკერია fb live- ში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე.

კომენტარები