აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ვისკონსინის შიდაპარტიულ არჩევნებში ტედ კრუზმა და ბერნი სანდერსმა გაიმარჯვეს

აშშ-ში, ვისკონსინის შტატში ჩატარებულ პრაიმერებში რესპუბლიკელებიდან ტედ კრუზმა, ხოლო დემოკრატებიდან ბერნი სანდერსმა გაიმარჯვეს.

რესპუბლიკელებს შორის ტედ კრუზს ხმების 48.3 % ერგო, დონალდ ტრამპს 35.1 %, დემოკრატებს შორის ბერნი სანდერსს ხმების 56.5 %, ჰილარი კლინტონს კი 43.1 %.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 33 შტატში ჩატარდა, საიდანაც 20 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი ჯონ კასიჩმა.

დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები კი 34 შტატში ჩატარდა, 19 შტატში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, 15-ში კი ბერნი სანდერსმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდაპარტიული არჩევნების შედეგად გაირკვევა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატებისა და რესპუბლიკელების კანდიდატების ვინაობა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები