ხანძარი კანადაში

კანადაში ხანძარს მესამე დღეა, ვერ აქრობენ

Reuters

კანადის ქალაქ ფორტ მაკმარიში ხანძარის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მაშველები ამ ეტაპზე იმ 8000 ადამიანის ვერტმფრენებით გაყვანას ცდილობენ, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში არიან. საერთო ჯამში, კი საფრთხის ქვეშ ამ დრომდე 17 000 ადამიანი იმყოფება.

3 დღის წინ კი მაშველებმა ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, 80 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ პროვინცია ალბერტაში 85 ათასი ჰექტარი მოიცვა.

ხანძარი ამ დროისათვის სამხრეთის მიმართულებით ვრცელდება. მის ლოკალიზებას 1100-ზე მეტი მეხანძრე და 145 ვერტმფრენი ცდილობს.

კომენტარები