ხანძარი კანადაში

კანადაში ცეცხლის ძირითადი კერები ჩააქრეს

AP

ალბერტას პროვინციის პრემიერის რეიჩელ ნოთლის თქმით, ხანძრის შედეგად კანადის დაზარალებულ ქალაქ ფორტ მაკმარეიში შენობების 90% გადარჩა.

ნოთლის თქმით, ქალაქში არსებული 25 000 შენობიდან, მხოლოდ 2400 დაიწვა.

ქალაქიდან 80 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. სტიქიის შედეგად არავინ გარდაცვლილა, რაც, ნოთლის თქმით, სასწაული იყო. მასობრივი ევაკუაციის შედეგად გამოწვეულ საცობში მომხდარი ავარიებისას კი 2 ადამიანი დაიღუპა.

ამ დროისათვის, მეხანძრეებმა ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა მოახერხეს.

კომენტარები