ხანძარი კანადაში

კანადაში ხანძრის ლოკალიზება მეოთხე დღეა ვერ ხერხდება

AP

კანადის ქალაქ ფორტ მაკმარიში ხანძარის ლოკალიზება, მეოთხე დღეა ვერ ხერხდება. ძლიერი ხანძრის გამო პოლიციის ესკორტი ვერ ახერხებს ევაკუაციის დასრულებასა და 1500 -მდე მანქანის ქალაქიდან გაყვანას. ხანძრის შედეგად, განადგურებულია ალბერტას პროვინციის ნაწილი . სამართალდამცავების ცნობით, ევაკუაციას 4 დღე დასჭირდება. 

3 დღის წინ კი მაშველებმა ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, 80 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

კომენტარები