აზერბაიჯანი-სომხეთი

ალიევი: სომხეთმა უნდა შეასრულოს რეზოლუციის პირობები ან სანქციები უნდა დაუწესდეს

0 კომენტარი
ფოტო: trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სტამბოლში, მსოფლიოს ჰუმანიტარულ ფორუმზე, სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.

"20 წელზე მეტია, რაც სომხეთი აზერბაიჯანელების ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს ახორციელებს. მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება. ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. 1992 წელს სომხეთმა მოაწყო ხოჯალის გენოციდი და 613 უდანაშაულო მოქალაქე სასტიკად მოკლა. 2016 წლის აპრილში კი მათ განაახლეს მშვიდობიან აზერბაიჯანელებზე თავდასხმები. სომხეთმა უნდა შეასრულოს რეზოლუციის პირობები ან მას სანქციები უნდა დაუწესდეს", – თქვა ალიევმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები