საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევრო 2016-ის მეორე დღის ცენტრალური შეხვედრა ინგლისი-რუსეთი ფრედ 1-1 დასრულდა.
შეხვედრამ ინგლისელთა უპირატესობით ჩაიარა, თუმცა რუსეთის მეკარე იგორ აკინფეევი საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობდა. ინგლისელებმა ანგარიშის გახსნა 73-ე წუთზე ერიკ დაიერის მიერ დარტყმული ჯარიმით მოახერხეს, ანგარიში კი მატჩის 92-ე დამატებულ წუთზე, ვასილი ბერეზუცკის თავური დარტყმით გათანაბრდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის B ჯგუფში პირველ ადგილს უელსი იკავებს, რომელმაც სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 2-1 დაამარცხა.
ამ მატჩების გარდა, დღეს გაიმართა A ჯგუფის მეორე შეხვედრაც, სადაც შვეიცარიის ნაკრებმა ალბანეთს 1-0 მოუგო.