ვლადიმერ ბედუკაძის პარტია

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირი რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირი მაუწყებლის ეთერში რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას ემიჯნება. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ტელევიზიაში 120 ზე მეტი რეგისტრირებული წევრი გვყავს, თითოეული თანამშრომელი მზადაა საკუთარი ხელფასიდან გადაიხადოს სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმა ამ ანტიეროვნული კლიპის არ გაშვების სანაცვლოდ.

ჩვენ გვესმის, რომ არსებობს კანონები, არსებობს საარჩევნო ვალდებულებები მაგრამ ყველაზე მაღლა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებია!“ - აცხადებენ ტელევიზიის პროფკავშირში.

პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები ფიგურირებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა. პარტიის პირველი დაპირება - "რუსული პენსია 400 ლარის ოდენობით", მეორე დაპირება - ორმაგი მოქალაქეობის კანონის მიღება, მესამე დაპირება კი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებაა.

კომენტარები