იტალია

იტალიაში ძლიერ ტორნადოს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა

Andrei Vasile / Facebook

იტალიაში ძლიერი ტორნადოს შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.

სტიქიის ეპიცენტრი რომიდან 30 კილომეტრში მდებარე ლაციოს რეგიონი იყო.

Corriere della Sera-ს ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული 25 წლის მამაკაცია, რომელსაც ქალაქ ლადისპოლში შენობიდან ჩამოვარდნილი კარნიზი მოხვდა თავში. მეორე დაღუპული კი 74 წლის მამაკაცია, რომელსაც ქალაქ ჩეზანოში ტორნადოს მიერ მოგლეჯილი ხე დაეცა.

სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული შენობები და ავტომობილები. ქალაქ ლადისპოლში დროებით შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

იტალიის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ შტორმის განმეორების საფრთხე კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

 

 

კომენტარები