საფრანგეთი

საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბერნარ კაზნევი დაინიშნა

AFP/Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის ახალ პრემიერმინისტრად ბერნარ კაზნევი დაასახელა. კაზნევი ამ დრომდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი კი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და სოციალისტური პარტიის წევრმა ბრუნო ლე რუმ დაიკავა.

სამთავრობო ცვლილებები ექსპრემიერ მანუელ ვალსის მიერ გუშინ ღამით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ვალსმა პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა და საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო. ის საფრანგეთის სოციალისტური პარტიის პრაიმერებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2017 წლის 22 იანვარს გაიმართება.

ბერნარ კაზნევი პრემიერის თანამდებობაზე 5 თვის განმავლობაში, 2017 წლის აპრილ-მაისში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩება.

კომენტარები