დენის ტარიფი

ჰიდროელექტროსადგურების დიდ ნაწილს დენის ტარიფები შეუმცირდა

townnews.com

სემეკმა საქართველოში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურებისთვის 2017 წლის დენის ტარიფები დაადგინა. კომისიის გადაწყვეტილებით, ცხრა სადგურს დენის ტარიფი შეუმცირდა, ერთს კი გაეზარდა. ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით კი, სემეკმა ლარის გაუფასურების გამო თბოსადგურების დენის ტარიფები 2-4 თეთრით გაზარდა.

განახლებული ტარიფები ასე გამოიყურება: 

  1. აწჰესის მოქმედი ტარიფი იყო 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.865 თეთრი. 
  2. რიონჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 3.827 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.301 თეთრი.
  3. საცხენჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრი, 2017 წელს იქნება - 5.521 თეთრი.
  4. ჩითახევჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 3.933 თეთრი, 2017 წელს იქნება - 3.807 თეთრი.
  5. ძევრულჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრი, 2017 წელი - 2.616 თეთრი.
  6. გუმათჰესი - 2016 წელს იყო 1 კვტ/სთ - 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.004 თეთრი.
  7. ლაჯანურჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.593 თეთრი.
  8. შაორჰესი - 2016 წელს იყო 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება - 1.933 თეთრი.
  9. ორთაჭალჰესი - 2016 წელს იყო - 1კვტ/სთ - 2.5 თეთრი, 2017 წელს იქნება - 2.325 თეთრი.
  10. ზაჰესი - 2016 წელს იყო - 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 4.781 თეთრი. 

რაც შეეხება ქვეყანაში მოქმედ ყველაზე დიდ ჰესს - ენგურჰესს, სემეკმა მისი ტარიფი 1.189-დან 1.496 თეთრამდე გაზარდა.

თბოსადგურების მიხედვით კი ტარიფების მატება ასე გამოიყურება:

  1. გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.4 თეთრით კილოვატ საათზე - 9.056 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
  2. შპს ჯიფაუერისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 5.6 თეთრით კილოვატ საათზე - 14.12 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
  3. შპს მტკვარი ენერჯისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 1.4 თეთრით კილოვატ საათზე - 12.194 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
  4. შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.9 თეთრით კილოვატ საათზე - 14.234 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

ენერგეტიკის მინისტრის პროგნოზი

კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ "დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება". 

სემეკმა სამომხმარებლო ტარიფები ორშაბათს უნდა დაამტკიცოს. მაღალი ალბათობით, თბოსადგურების ენერგიის გაძვირების გამო სამომხმარებლო ტარიფიც გაიზრდება. 

კომენტარები