თავდასხმა

შსს-მ გვარამიაზე თავდასხმისთვის რატი გაჩეჩილაძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა გვარამიაზე თავდასხმისთვის რატი გაჩეჩილაძე დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან „დაინინგ რუმში“ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს.“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნიკა გვარამიას თავს 7 იანვარს, რესტორან Dining Room-ში დაესხნენ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, Facebook-ზე დაწერა, რომ თავდამსხმელი თავად იყო და მარტო მოქმედებდა. გვარამიას თქმით, გაჩეჩილაძეს კიდევ ერთი პირი ახლდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები