ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცისკარიშვილი: ენმ-ის ფრაქცია იქნება მთავარი და ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტში

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ექვსკაციანი ფრაქციის პარლამენტში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა. 

"ჩვენი ფრაქცია დარეგისტრირდება ბიუროზე. ეს არ იქნება, გასაგები მიზეზების გამო, მრავალრიცხოვანი ფრაქცია, მაგრამ იქნება უაღრესად კომპეტენტური გუნდი, რომელიც იმავდროულად იქნება მთავარი და ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტში და იქნება ის ფრაქცია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამხელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას თავის არაკომპეტენტურობაში. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა, რაც იქნება მიმდინარე კვირაში გახმოვანებული, ეს შეეხება გაზპრომთან დაკავშირებულ რეზოლუციას, სადაც ჩვენ ვითხოვთ მთავრობის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების გასაჯაროებას", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ექვსკაციან ფრაქციაში რომან გოცირიძის ხელმძღვანელობით ერთიანდებიან დეპუტატები - სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

კომენტარები