ე.წ. კაბელების საქმე

აბესაძე კაბელების საქმეზე: განაჩენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლამ განაპირობა

ტაბულა

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დაკავებულებს ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირდათ და საპატიმროს დაახლოებით 2 თვეში დატოვებენ.

"კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო არ გაგვაჩნია და ყველაფერი ივანიშვილის ნება-სურვილის შესაბამისად კეთდება. ამჯერადაც, გადაწყვეტილება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების და გულშემატკივარი პოლიტიკოსების მხრიდან ხელისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღეს. ეს იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაკეთებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ასეთი ტიპის ზეწოლაზე რეაგირებს, სამართლებრივი პროცესები კი, პოლიტიკური ნიშნით და მხოლოდ ივანიშვილის ნების შესაბამისად მიმდინარეობს", - თქვა აბესაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე გაფლანგვის მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით შეცვალა. 

კომენტარები