აშშ-ის იმიგრაციის პოლიტიკა

ვაშინგტონის შტატი დონალდ ტრამპს იმიგრაციის პოლიტიკის გამო უჩივის

Getty Images

ვაშინგოტინის შტატი დონალდ ტრამპს იმიგრაციის პოლიტიკის გამო უჩივის. ვაშინგტონის შტატი გახდება პირველი შტატი, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

ვაშინგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა.

ტრამპის მიერ სირიის, ერაყის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებისათვის ამერიკული ვიზების გაცემის, სულ მცირე, 90 დღით შეჩერებაზე გაცემულ განკარგულებას, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

"თუ სარჩელი შედეგს მოიტანს, ამ ნაბიჯს სხვა შტატებიც გადადგამენ და პრეზიდენტის უკანონო ქმედება ქვეყნის მასშტაბით გაბათილდება", - ამბობს ვაშინგტონის შტატის გენერალური პროკურორი ბობ ფერგიუსონი.

ფერგიუსონი ერთ-ერთი იყო იმ 16 შტატის გენერალური პროკურორებიდან, რომლებმაც კვირას საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ტრამპის იმიგრაციის პოლიტიკას "არაამერიკულს და უკანონოს" უწოდებდნენ.

კომენტარები