ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჩრდ. კორეის საელჩოს თანამშრომელია

AP

მალაიზიის პოლიციის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უფროსი ძმის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობაში მალაიზიაში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომელია ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საელჩოს თანამშრომლის გარდა, მომხდარში კიდევ ერთი ახალი პირიც არის ეჭვმიტანილი.

Sky News-ის ცნობით, მეორე ეჭვმიტანილი ჩრდილოეთკორეული ავიაკომპანია Air Koryo-ს თანამშრომელია.

45 წლის კიმ ჩენ ნამი 14 თებერვალს, კუალა-ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსებით მოკლა. ორივე ქალი დაკავებულია.

ამ მომენტისათვის, კიმ ჩენ ნამის მკვლელობის გამო სულ სამი ადამიანია დაკავებული, 7 კი იძებნება.

კომენტარები